|
2024-09-05 13:50:29, 426 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იტყობინება, მის გადადგომას 240-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს. “სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, 2016-2021 წლებში იყო თურქეთში უკრაინის ელჩი. 5 სექტემბრის სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის თანამდებობიდან გათავისუფებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)