|
2024-09-05 12:25:49, 575 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი კურსკზე - მოწინააღმდეგემ ვერაფერი შეძლო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ვერაფერს მიაღწიეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა. პუტინის თქმით, უკრაინამ კარგად მომზადებული ქვედანაყოფების კურსკის ოლქში გადასროლით დონბასის ფრონტზე თავი დაისუსტა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე რუსეთის იერიშების მოგერიება ვერ შეძლო. "მოწინააღმდეგის მიზანი იყო, რომ გვენერვიულა, დავბნეულიყავით, სამხედროები ერთი ნაწილიდან მეორეში გადაგვესროლა და შეგვეჩერებინა ჩვენი იერიში უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, პირველ რიგში დონბასში, რომლის გათავისუფლებაც ჩვენი პირველი მიზანია. გამოუვიდათ თუ არა? არა. მოწინააღმდეგეს არაფერი გამოუვიდა. პირველ რიგში, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს და მათი სასაზღვრო ტერიტორიებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ განდევნა დაიწყეს. და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი იერიშის შეკავება არ ხდება. პირიქით, ამ სასაზღვრო რაიონებში საკმაოდ დიდი და კარგად მომზადებული ქვედანაყოფების გადასროლით, მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვან მიმართულებებზე საკუთარი თავი დაასუსტა, ჩვენმა სამხედროებმა კი დააჩქარეს იერიშის ოპერაციები. დიდი ხანია არ ყოფილა ტერიტორიების ასეთი დაკავება“,- განაცხადა პუტინმა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)