20:17 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 23:53:46, 436 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების იმედი და პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე არიან ორიენტირებულები

ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციულ "რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება".

"რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას.  ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი.

გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც წინა არჩევნებს. მათი მოტივაცია, რომ მოახდინონ არჩევნების რადიკალიზაცია, გარემოს რადიკალიზაცია, არის კიდევ უფრო მაღალი. ეს რისკები არსებობს, ბუნებრივია.

რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქროს. მუდმივ რეჟიმში მიდის მათ ოფისებში საუბარი ასეთ პროვოკაციებზე. შესაბამისად, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამისთვის რესურსის გამოძებნა არ გაუჭირდებათ. ჩვენ, მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის", - განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics