|
2024-09-04 15:43:59, 340 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესი რადა - თანამდებობიდან 2 მინისტრის გადადგომას მხარი დავუჭირეთ, ერთზე კი ვერ შევთანხმდით
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო და ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანინიშინას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილებას მხარი 241-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს უწყება იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და მას ისევ სტეფანიშინა უხელმძღვანელებს. “სტეფანიშინა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2020 წლის ივნისში დაინიშნა. მიმდინარე კვირას უმაღლეს რადაში ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ “მთავრობის დიდი გადატვირთვა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მინისტრთა კაბინეტის “შემადგენლობის 50%-ზე მეტი“ შეიცვლება. ამ განცხადების შემდეგ კი, ოლგა სტეფანიშინამ თანამდებობა დატოვა. ამასთან, რადამ ასევე მხარი დაუჭირა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას, გადაწყვეტილებას 243-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამავე დროს, რადა ვერ შეთანხმდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ირინა ვერეშჩუკის გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილებას მხოლოდ 214-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)