|
2024-09-04 12:21:22, 713 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულების დაბომბვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა
პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. “დაშავებულია 271 ადამიანი, გადაარჩინეს 25 ადამიანი, მათგან 11 ნანგრევებიდან ამოიყვანეს. განახლებული მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იმყოფებოდეს“,- ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არ ასახელებს თავდასხმის საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგრამ მათი განცხადებებიდან და მედიის ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი - სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტი. რუსი სამხედროები პოლტავაზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)