01:26 - 25 Jul, 2026
|
2024-09-04 10:08:49, 561 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ლვოვში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ ლვოვში მთავარ ავტოსადგურთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო დაშავებულია 35 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. “ასევე, დაზიანებულია 50-ზე მეტი სახლი, სკოლის ორი შენობა და სამედიცინო დაწესებულება. ამასთან, რუსეთმა სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ქალაქ კრივოი როგზე მიიტანა - დაშავებულია 5 ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სასტუმრო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)