|
2024-09-02 15:06:48, 369 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, 26 ოქტომბერს ხალხი საკუთარი არჩევანით ევროატლანტიკურ პერსპექტივას გადაარჩენს
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ". "უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგონ გზა ევროპისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველი ხალხი გადაარჩენს კონსტიტუციის 78-ე მუხლს საკუთარი არჩევანით 26 ოქტომბერს, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას და კიდევ ერთხელ ივანიშვილს უკვე საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენზე გააგონებს თავის ხმას, რომელიც პროტესტით არაერთხელ გააგონა, ეს არის - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)