01:26 - 25 Jul, 2026
|
2024-09-02 14:00:17, 668 ნახვა
ომი უკრაინაში
როსტოვის ოლქში, ნავთობის საცავში „ღია წვის“ ლიკვიდირება შეძლეს
პროლეტარსკში, როსტოვის ოლქი, სადაც ნავთობის საცავი იწვოდა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, დრონით თავდასხმის შემდეგ, "ღია წვა ლიკვიდირებულია". ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. "ხანძრის ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრი იყო. ხანძრის ჩაქრობისას 40-ზე მეტი მეხანძრე დაშავდა", - ნათქვამია პროლეტარსკის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ცეცხლი ბაზაზე 18 აგვისტოს, გამთენიისას გაჩნდა. როგორც როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილ გოლუბევმა განაცხადა, ცეცხლის გაჩენა გამოწვია ჩამოგდებული უკრაინული დრონის ნამსხვრევებმა, რომლებიც დიზელის საწვავის საცავს დაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)