18:43 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 13:00:58, 326 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც  წყალუზრუნველყოფილია "საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფარგლებში  რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  

სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა.

"პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

ახალი პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განხორციელდება პროექტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად იყოს რეგისტრირებული ან/და მიღებული ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან იჯარით. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა  სახელმწიფოს სახსრებითა და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ,ირიგაციისა და მიწის  პროექტის" შემადგენელი ნაწილია. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მსგავსი პროგრამების საშუალებით, შემდგომ წლებშიც მხარდაჭერილი იქნება მოდერნიზებული სარწყავი სისტემების არეალებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება კლიმატგონივრული მეთოდების გამოყენებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics