|
2024-09-02 09:39:36, 594 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს
რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. მედიის ცნობით, დარტყმისას საოკუპაციო ძალებმა ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ "ისკანდერები“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. "დაშავებულია 2 ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია. კიევის 3 რაიონში დაზიანებულია შენობები, კერძოდ, საწარმო და არასაცხოვრებელი ნაგებობები და დამწვარია 4 ავტომობილი. ჩამსხვრეულია მინები "სვიატოშინის“ მეტროსადგურის შენობაში", - განაცხადა დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. რაც შეეხება ფრონტზე არსებული სიტუაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 166 შეტაკება მოხდა, აქედან 62 პოკროვსკის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)