21:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 16:33:57, 356 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?

არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?- ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ოდიშარიას თქმით, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომელზეც ედავებოდნენ, სარჩელიდან თავად ამოიღო.

 ოდიშარიას განცხადებით, ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას? “საზოგადოებისთვის გაუგებარი რჩება, რატომ არის ქართული გამჭვირვალობის კანონი ანტიევროპული, რატომ აქვს კავშირი დემოკრატიის უკან დახევასთან? მათი მსუბუქი არგუმენტები გზადაგზა ქარწყლდება.

თითიდან გამოწოვილი არგუმენტი დაახლოებით იმ წონისაა, როგორიც ქარის მოტანილია და რომელსაც ქარი წაიღებს. მაგალითად, კონსტიტუციის მე-11 მუხლი, თანასწორობის შესახებ, რომელზეც გვედავებოდნენ, რომ ვარღვევთ, მათ თავად ამოიღეს და ეს უკვე გახდა სიცილის, ქილიკის საგანი სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა თუ, ზოგადად, საზოგადოებაში.

მათ თავად გაიწვიეს ის, რითიც ამდენი თვის განმავლობაში ქართული კანონის წინააღმდეგ პოზიციონირებდნენ. ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, უბრალოდ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას? დანარჩენსაც, ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო“,- განაცხადა ოდიშარიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics