|
2024-08-30 11:35:49, 377 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი საწვავის ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, წალკის რაიონში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი დიზელის საწვავის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების) ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)