02:37 - 25 Jul, 2026
|
2024-08-30 10:27:56, 700 ნახვა
ომი უკრაინაში
ფრანგული გაზეთი - რუსი დაქირავებულები ტოვებენ ბურკინა-ფასოს, მიზეზი უკრაინის შეტევისგან კურსკის დაცვაა
რუსული "სპეცდანიშნულების ბრიგადის" დაქირავებულები, სახელწოდებით "დათვები", ტოვებენ ბურკინა-ფასოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს. გამოცემა ამბობს, რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცების აფრიკიდან წასვლის მიზეზი არის მათი გადაყვანა კურსკში, რათა დაიცვან რეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისგან, რომელიც 6 აგვისტოდან მიმდინარეობს. "საუბარია ასამდე ადამიანისგან შემდგარ გასამხედროებულ ჯგუფზე, რომელიც მაისში ჩავიდა აფრიკის უაგადუგუს დედაქალაქში, რათა დაეცვა "არაერთი საკვანძო ფიგურა, მათ შორის, სავარაუდოდ, ხუნტას მეთაური, კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე" - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)