02:37 - 25 Jul, 2026
|
2024-08-30 09:18:04, 600 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული მდგომარეობაა
საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული მდგომარეობა პოკროვსკის მიმართულებითაა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. სირსკის თქმით, ზედიზედ რამდენიმე დღე მუშაობდა ბრიგადებში, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვას ახორციელებდნენ. "ბრძოლა უკიდურესად მძიმეა. მტერი ბრძოლაში იყენებს ყველაფერს, რითაც თავდასხმა შეუძლია და ცდილობს, ჩვენი ჯარების თავდაცვა გაარღვიოს“, - აღნიშნა სირსკიმ. სირსკის თქმით, ასეთ პირობებში უმთავრესი ამოცანაა ფრონტის ურთულეს სექტორებში ჯარების თავდაცვის გაძლიერება, ბრიგადებისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების მიწოდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)