|
2024-08-29 14:23:36, 399 ნახვა
საზოგადოება
ბათუმისა და ხელვაჩაურის ავტოპარკი 100 თანამედროვე სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება და სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. “მიკროავტობუსების ნაწილი ხელვაჩაურის 64 სოფელს მოემსახურება. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი მარშრუტი, რომელიც ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს. ახალ მიკროავტობუსებზე 250 მძღოლი დასაქმდება. 2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. ასევე, იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12 მეტრიანი "EURO 5"-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)