|
2024-08-29 13:29:43, 769 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 60 დრონი და 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ
რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 5 რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის 74 თავდასხმის დრონი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებსნ. უწყებაში აცხადებენ, რომ 2 რაკეტა და 60 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. "საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოვაგდეთ ორი X-59/69 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა და 60 "შაჰიდ-131/136" შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. როგორც უწყებაში ამბობენ, 3 Kh-59/69 ტიპის ფრთოსანი რაკეტა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ამავე ტერიტორიიდან უკრაინას თავს დაესხნენ 2 რაკეტით, რომელთა ტიპი ჯერ დადგენილი არაა. საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ უკრაინის ცხრა რეგიონში: ხარკოვი, ჩერკასი, კიროვოგრადი, კიევი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, სუმი და დონეცკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)