|
2024-08-29 13:16:16, 404 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დასკვნითი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა. “მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული წნევის მართვის პრინციპებზე ისაუბრეს. მინისტრმა, რუსთავის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის მიღწევები და გამოწვევებიც განიხილა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თამარ გაბუნია, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე. ასევე - მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმები. აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას, საქართველო, წელს მეშვიდედ შეუერთდა. მისი მიზანია მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)