|
2024-08-28 19:42:09, 559 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა
ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა. „ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ, დეზინფორმაციაა. იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო „სისტემური ძალადობის და წამების“ სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობას. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ ამ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და, რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა. მისი დაკავების შემდეგ კი არ წყდება მცდელობები, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, სხვადასხვა საბაბით დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)