02:37 - 25 Jul, 2026
|
2024-08-28 09:23:49, 627 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - გასულ ღამეს 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინიდან გამოშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟისა და როსტოვის რეგიონებში გაანადგურეს. “ღამით კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით სცადა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რვა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და ოთხი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)