16:24 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 15:25:56, 428 ნახვა

საზოგადოება
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ.

დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი  იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ბიზნეს უნარები, გაიარონ მენტორობის პროგრამა და ისარგებლონ მენტორების მხარდაჭერით, ისწავლონ საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა, შეხვდნენ სხვა მეწარმე ქალებს ევროპის და აზიის 13 ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში - Expo Capital Quest - ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), „თიბისი, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და სხვ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://shorturl.at/jpqTC





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics