16:26 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 13:48:07, 308 ნახვა

ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება

ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით,  მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

"თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა,  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მოინახულეს. 
გია ცაგარეიშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ მიზნით, მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს ოთხ ქალაქში, სადაც დევნილი ოჯახები გარემონტებულ, ახალ ბინებს მიიღებენ. 
საქართველოს მთავრობის  გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა, 2023  წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics