|
2024-08-27 09:29:06, 579 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კრივი რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 ადამიანი. კრივი-რიჰის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევგენი სიტნიჩენკოს ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები, მაღაზიები, კვების დაწესებულებები და ავტომობილები. ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედროვოის ინფორმაციით, რუსეთის მიერ “შაჰიდებით“ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)