02:37 - 25 Jul, 2026
|
2024-08-27 09:01:45, 591 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა - დაშავებულია 47 ადამიანი
რუსეთის მიერ უკრაინაზე 26 აგვისტოს განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 47 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სამაშველო სამსახურებმა მუშაობა მტრის მიერ დილით განხორციელებული მასირებული დარტყმების ყველა ლოკაციაზე დაასრულეს. "რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა. რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად უკრაინის 15 ოლქი, მათ შორის ვოლინის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქები დაზარალდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)