03:42 - 25 Jul, 2026
|
2024-08-26 11:33:55, 642 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმი ამოქმედდა - კიევში მეტროს მუშაობა შეიზღუდა
უკრაინის უმსხვილესმა ენერგოკომპანია უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმის ამოქმედების განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ენერგეტიკოსების ცნობით, კიევის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის შეწყვეტა მოხდა, რაც უკრაინულ ენერგეტიკულ ქსელში არსებულ ვითარებიდან არის გამოწვეული. "კიევის მეტროს ნაწილი მუშაობას აგრძელებს, მეტროსადგურები "არსენალნაია" და "ხრეშჩატიკი" მხოლოდ თავშესაფრის რეჟიმში მუშაობენ. საჰაერო განგაშის პერიოდში შეწყვეტილია გადაადგილება მეტროს მიწისზედა მონაკვეთებზე",- ნათქვამია ენერგოკომპანიის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)