03:43 - 25 Jul, 2026
|
2024-08-26 11:14:17, 559 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე, პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა X-ზე წერს. ოპერატიული სარდლობის ცნობით, "დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე". "უწყების განცხადებით, დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)