23:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:19:58, 495 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე  ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს  დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

როგორც “ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან გრიგოლ გიორგაძემ  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მომხსენებელს სამინისტროს მიერ ბენეფიციარ ქალთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო  ჩართულია „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“   სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

სამინისტროში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხების კომისია, რომელიც ამ ეტაპზე გენდერული თანასწორობის შიდა გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს.   ამ მიმართულებით იგეგმება სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებაც. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აუცილებელია იმ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ბენეფიციარებთან.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ გააუქმა დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც დევნილი ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის ერთადერთ მესაკუთრედ ოჯახის მამაკაცი წევრი ფორმდებოდა. ცვლილებების შედეგად, ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი  საცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრე ხდება.

ასევე, სამინისტროს გამოცხადებული აქვს კონკურსი  დევნილი ოჯახების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით. პირობების თანახმად, მხარდაჭერილი სოციალური და  აგრარული პროექტების მინიმუმ 40%-ის ავტორები ქალები იქნებიან, ასევე პრიორიტეტი მიენიჭებათ მარტოხელა დედებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics