|
2024-08-25 21:49:18, 459 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უნდა შევძლოთ, მშვიდობით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებითა და კეთილდღეობით ვიაროთ წინ
2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი, ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა, მაგრამ დღეს დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, “ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი ის მთავარი საკითხია, რომლის გამოც “ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება“. “როდესაც გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდას თურმე არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გაგვამყაროთ და ამისათვის სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა ეროვნულ საკითხებთან ერთად. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მათ ხანდახან წამოსცდებათ კიდევაც რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ქუჩა დასჭირდებათ, ასეთიც მოგისმენიათ ხომ?! იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს, ჩვენი ოპოზიციიდან, არ აქვს იმის იმედი, რომ მიუახლოვდება გამარჯვების რაიმე ნიშნულს. მათ იციან, რომ “ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი იმარჯვებს და ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე. მაგრამ, როდესაც “ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციების და ხალხის მოტყუების, მათი, თავისი ამომრჩევლის მოტყუების გაქრება და ამისათვის კიდევ ერთხელ ქუდზე კაცი საქართველოდან, რომ ჩვენ სიმყარე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ. ამიტომ, ჩვენი მთავარი სლოგანი უნდა განვახორციელოთ. უნდა შევძლოთ, რომ ჩვენ მშვიდობით, ჩვენ ღირსებით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)