00:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-25 21:40:44, 368 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - არც ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს - ერთმა ხმამ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი გადაწყვიტოს

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

მისი თქმით, “ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია, ამით შეგვიძლია დავიტრაბახოთ“.

“მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, მოგესალმებით დიდი პატივისცემით. დიდი მადლობით დავიწყებ იმიტომ, რომ რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება“ და არა მხოლოდ “ქართული ოცნება“, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია დღეს რომ ამით შეგვიძლია ჩვენ დავიტრაბახოთ, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება და დიდი მადლობა თქვენ.

“ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად გამოვდივართ და ვამბობთ ხოლმე, რომ 60 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ქუდზე კაცი, რატომ? და რატომ სჭირდება რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი რწმენა, ენა, უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი.

საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც უბრალოდ ვინმეს სიმრავლისთვის კი არ სჭირდება, სჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რომ ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის“,- აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics