|
2024-08-25 15:25:38, 512 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დღეს განვითარება, კეთილდღეობა და წინსვლა გვჭირდება, მშვიდობის გარეშე კი რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სტუმრებს, მასპინძლობა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაუწია. კალაძემ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მომავალი თაობისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტები, რადგან ეს მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით. თბილისშიც არაერთი საინტერესო ახალგაზრდული პროგრამა გვაქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ სიახლეებს, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავუზიარებთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. შემთხვევითი არ არის, რომ რეკრეაციულ სივრცეებში, პარკებში, რომლებიც დედაქალაქში ეწყობა, ყველგან არის მსგავსი ადგილები გათვალისწინებული, რათა ყველას გქონდეთ ვარჯიშის, სწავლის, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას და მის პოპულარიზაციას. მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. "სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ის წლები, როდესაც სპორტული თუ რეკრეაციული სივრცეების გასხვისება მიზანმიმართულად ხდებოდა. იმ ადგილებში კი, სხვადასხვა მშენებლობა ხორციელდებოდა. ჩვენ, რაც ქალაქის მთავრობაში მოვედით, რადიკალურად განსხვავებული მიდგომები დავნერგეთ. ბევრი პარკი, მულტიფუნქციური და მწვანე სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია. გვერწმუნეთ, ჩვენს ყოველდღიურობაში, რა სფეროშიც არ უნდა იყოთ, სპორტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. მართალია, ჩვენს წინაშე არის ბევრი გამოწვევა, თუმცა, მშვიდობას ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი. მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, ეკონომიკური სიძლიერით, გონიერებითა და სწავლა-განათლებით შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“, - მიმართა კალაძემ შეკრებილ ახალგაზრდებს. დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და სტუმრებისთვის თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ. შაორის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)