03:43 - 25 Jul, 2026
|
2024-08-24 12:36:22, 758 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ვორონეჟის რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთმა ვორონეჟის რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევიმ განაცხადა. გუსევის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონში უკრაინიდან გამოშვებული ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. “ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად შენობები არ დაზიანებულა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ოსტროგოჟსკის რაიონის სამი დასახლებიდან 200 ადამიანია ევაკუირებული“,- აღნიშნა გუბერნატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)