|
2024-08-22 20:32:14, 461 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით, 30-40 % მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. „შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით 30-40% მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან - წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე; ასევე გადავცეთ ცოდნა იმისათვის, რომ სათანადოდ მოუარონ ბაღებს და მიიღონ ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ შემოსავალს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა გასულ წელს, რომელიც წელსაც გაგრძელდა. ვეხმარებით როგორც მცირე ფერმერებს, ასევე მსხვილი ბაღების მფლობელებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გურისა და სამეგრელოში თხილის ბაღები და გადამმუშავებელ-შემნახველი ინფრასტრუქტურა მხარეების გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)