|
2024-08-22 17:24:40, 1020 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინმა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ ვითარებაზე რეგიონულ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედისს ცნობით, კურსკის ადმინისტრაციის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა პუტინს აცნობა, რომ ტერიტორიიდან 133 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. სმირნოვი გამოვიდა ინიციატივით, კურსკის ოლქში დაზარალებულებს 15 ათასი რუბლის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადონ, რასაც პუტინმა მხარი დაუჭირა. ”რაც შეეხება წინადადებას, რომ ხალხს ავტომატურად გადაუხადონ დამატებითი 15 ათასი რუბლი, მე სრულიად ვეთანხმები, ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს”, - აღნიშნა პუტინმა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა პუტინს აცნობა, რომ მის რეგიონში გუშინ რთული ვითარება იყო. გუბერნატორის თქმით, იყო დრონებით თავდასხმის მცდელობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)