|
2024-08-22 12:49:43, 336 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე: თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა, დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში?
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, ყველას ახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა ის საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, დღეს კი სარჩელი იგივე ინსტიტუციაში შეაქვს, რაც არალოგიკურია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. "ნახეთ, რამდენი არალოგიკური თემაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. გახსოვთ მაშინ პრეზიდენტის განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით? დღეს პრეზიდენტს შეაქვს სარჩელი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა, პრობლემა იყო, მაშინ დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ეს პროცესები მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, არამედ გარედან იმართება. "ეს არის სიცრუის კამპანია, ეს არის თეთრზე შავის მტკიცება. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, ეს პროცესები გარედან იმართება. ხალხს გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, გამჭვირვალობა თურმე არაევროპული ყოფილა. ფულებს რომ გადმორიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაგიფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ეგეთ ბრიყვები ნამდვილად არ ვართ. გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)