23:30 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 16:11:23, 395 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ნინო ღვედაშვილმა პირადი წყენიდან გამომდინარე შექმნა ნიუსი, რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი

დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიქ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული "TV პირველის" ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

ოდიშარია მისი კომენტარის სრულ ვერსიას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ტყუილი მალე აშკარავდება".

“დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიქ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე.

მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადი წყენიდან გამომდიმარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია.

არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული “რასპასოვკა” ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია!

ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს. აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში ისმის კითხვა: ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?!

თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც ფეიკ ნიუსის ავტორს და “ტოპკის”ამწევს,

ისევე როგორც ამ “სატოპკის” რეალიზატორს ( სამარცხვინოსგან მესმის )

მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ ჰქონდეს რა თქმა უნდა“,- წერს ოდიშარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics