|
2024-08-21 12:07:09, 508 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მეტოქეებთან ძალების მომზადებას ითვალისწინებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მომზადებას მეტოქეებთან, მათ შორის რუსეთთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. ამერიკული გამოცემის ცნობით, ბაიდენმა საიდუმლო გეგმა მარტში დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონის ბირთვული შეკავების სტრატეგია პირველადაა ორიენტირებული ჩინეთზე და მოიცავს აშშ-ის სამხედროების მომზადებას “შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის, რომლებშიც რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთ ფრონტად იქნება წარმოდგენილი. “ბირთვული იარაღის გამოყენების სტრატეგის განახლება დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. დოკუმენტის განახლებული ვერსია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების რამდენიმე თანამშრომელსა და პენტაგონის ხელმძღვანელობას უკვე გადაუგზავნეს. სტრატეგიის განახლების შესახებ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ინფორმირებული იქნება კონგრესიც. დოკუმენტში გაანალიზებულია ის, თუ როგორაა მომზადებული აშშ ბირთვული კრიზისებისთვის“,- აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)