01:10 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 10:28:19, 473 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით,  მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. 

"ასევე, დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა.  

მინისტრი, სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა. დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ შეიცვალა ცენტრი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც, სისტემის უზრუნველყოფისთვის, ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის. 

მიმდინარე საკითხებთან ერთად, მხარეებმა, სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics