|
2024-08-20 13:49:39, 1308 ნახვა
ომი უკრაინაში
გლუშკოვსკის რაიონში სეიმის გადასასვლელი პონტონი გაუჩინარდა
კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის სატელიტური სურათებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებულ ხიდთან აშენებული პონტონური გადასასვლელი აღარ ჩანს. ახლა მის ადგილას კვამლი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ამას მოწმობს NASA FIRMS სისტემის მიერ 19 აგვისტოს გადაღებული ახალი სატელიტური სურათები. “გადასასვლელი მდებარეობდა სოფლებს - ზვანნოესა და გლუშკოვოს შორის. სოფელ გლუშკოვოს აღმოსავლეთით რუსი სამხედროების მიერ აგებული მეორე პონტონური გადასასვლელი სატელიტურ ფოტოებზე ჯერ კიდევ ჩანს. რუსეთის არმიამ მდინარე სეიმზე პონტონური გადასასვლელების მოწყობა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთიდან ამ ტერიტორიაზე არსებულ ხიდებს შეუტიეს. ხიდების ნგრევა ართულებს რუსული ჯარებისთვის იარაღის მიწოდებას და მკვეთრად ამცირებს მათი უკან დახევის ვარიანტებსაც. გლუშკოვოს რაიონის სოფელ კარიჟის მახლობლად, მესამე და ბოლო ხიდზე გუშინ მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ სეიმის გასწვრივ აშენებული პონტონური გადასასვლელები საკმარისი იქნებოდა რუსული ჯარებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)