|
2024-08-20 13:49:05, 404 ნახვა
საზოგადოება
Easy Care „თიბისის“ მხარდაჭერილი პროექტის, Technovation Girls Sakartvelo-ს, ერთ-ერთი გამარჯვებულია
Technovation Girls Sakartvelo-ს წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი, Easy Care-ია. აპლიკაცია, რომელიც შინაურ ცხოველებზე ზრუნვაში გვეხმარება. ლიკა დეკანაძემ, ნია აბაშიძემ, ენდი აივაზიანმა, ელენა კაზარიანმა და ნინო თებიძემ შექმნეს შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელშიც შესაბამისი საკვები თავსდება. ის დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციასთან და მომხმარებლებს დისტანციურად შეუძლიათ სახლში დარჩენილი ცხოველების გამოკვება. აპლიკაციაში, საკვების მიწოდების გარდა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაცაა მოცემული. მაგალითად, როგორ მოვუაროთ ცხოველს, რომელ საათზე აჯობებს გამოკვება და უამრავი სხვა რჩევა. ინფორმაციის მაქსიმალური სანდოობისთვის კი მხოლოდ ოფიციალური კვლევები და ექსპერტების რჩევები გამოიყენეს. ამიტომაც სამომავლოდ გუნდის წევრები Easy Care-ის მცირე თუ დიდი ფერმებისთვის შეთავაზებასაც აპირებენ. Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიებისა და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)