01:54 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 13:03:18, 449 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

მიმდინარე წლის 4–16 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: "სარფი", ,"სადახლო-საავტომობილო" და ,"ყაზბეგი", მებაჟე-ოფიცრების მიერ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 671,15 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 78 606,76 ლარი შეადგინა.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 27 818,6 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო, 3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics