|
2024-08-20 09:33:57, 751 ნახვა
ომი უკრაინაში
პოპკო - რუსულმა ძალებმა კიევს დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს - უკრაინამ ყველა სამიზნე ჩამოაგდო
გასულ ღამეს და დილის საათებში რუსულმა ძალებმა კიევს დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. პოპკოს ცნობით, ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და მსხვერპლი არ ყოფილა. “ღამით დამპყრობლები დედაქალაქს თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. დღეს დილით გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ფრთოსანი რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო. წინასწარი ინფორმაციით, მტერი უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთიდან, სავარაუდოდ ისკანდერ-K ფრთოსანი რაკეტებით უტევდა. ეს იყო მეხუთე სარაკეტო თავდასხმა კიევზე ამ თვეში. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს რაკეტები ქალაქის მისადგომებთან“,- განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)