|
2024-08-20 09:00:42, 580 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბევრს რომ გაეგო, კურსკის ოლქში მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, იტყოდნენ, ეს არარეალურია
უკრაინამ კურსკის ოლქში შეტევის შესახებ მსოფლიო არ გააფრთხილა, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, “ახლა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები ხდება და წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში, ზოგიერთი პარტნიორის შეფასებით, სადღაც სუჯის მახლობლად დაინგრა“. “ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბევრს რომ გაეგო, კურსკის ოლქში მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, იტყოდნენ, ეს არარეალურია და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომლებიც რუსეთს აქვს დაწესებული. სწორედ ამიტომ არავის სმენია ჩვენი მომზადების შესახებ. ამ დროისათვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ. ისინი აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)