|
2024-08-19 14:31:24, 574 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - 2024 წლის ეკონომიკური ზრდის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია და ისტორიულ მინიმუმამდეა უმუშევრობის დონე შემცირებული
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის დინამიკა 2024 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა - შედეგად, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში, შესაბამისი კვარტლების ჭრილში, დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. "ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - 6 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს, შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ამასთან, ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და მეორე კვარტალში 13.7 პროცენტს შეადგენს" - აღნიშნა ცინცაძემ. "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად - წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა პირველ კვარტალშიც, რომელიც 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. ვახტანგ ცინცაძის თქმით, 2024 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა. "აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში გაგრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც, ასევე პოზიტიურად აისახება შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)