|
2024-08-18 15:36:19, 547 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ამბობენ, რომ ჰარისის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი ქალია - ამაზე არასდროს მიფიქრია, მე მასზე უკეთ გამოვიყურები
ამბობენ, რომ მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტსა და "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატზე, კამალა ჰარისზე საუბრისას განაცხადა. როგორც ტრამპმა პენსილვანიის შტატში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, ჰარისმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კანდიდატურა "მოპარა" და ბაიდენს ჰარისი "სძულს". "არასდროს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე კამალა. ამბობენ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები",- თქვა ტრამპმა, რომელმაც ჰარისის ეკონომიკური პოლიტიკაც გააკრიტიკა. "გუშინ კამალამ წარმოადგინა თავისი ე.წ. ეკონომიკური გეგმა. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან შეამცირებს საკვებისა და საცხოვრებლის ღირებულებას, მაგრამ კამალას პირველი დღე სამწელიწად-ნახევრის წინ იყო",- განაცხადა ტრამპმა. ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კამალა ჰარისთან დებატებს "მოუთმენლად ელის". შეგახსენებთ, მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტსა და საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისს ილონ მასკთან ინტერვიუში ლამაზი ქალი უწოდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)