|
2024-08-18 13:06:07, 952 ნახვა
ომი უკრაინაში
გენშტაბი - უკრაინამ როსტოვის ოლქში მდებარე ქარხანა „კავკაზზე“ იერიში მიიტანა [ვიდეო]
18 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში მდებარე ქარხანა "კავკაზზე" თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინელების დარტყმის შედეგად, ობიექტის ტერიტორიაზე, ხანძრის, სულ მცირე, 2 კერა დაფიქსირდა. "აქ ინახებოდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ასევე რუსული საოკუპაციო ჯარის საჭიროებებისთვის იყო მომარაგებული... დავალება შეასრულეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით. მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დაქვეითების ღონისძიებები. გაგრძელება იქნება",- აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. პარალელურად, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, ვასილი გოლუბევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხანძარი უკრაინის მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)