05:00 - 25 Jul, 2026
|
2024-08-18 12:33:46, 977 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე კიდევ ერთი ხიდი დააზიანა [ვიდეო]
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე კიდევ ერთი ხიდი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურზე, მიკოლა ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, ხიდის აფეთქების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ და რუსულ Telegram-ებზეც ვრცელდება. არსებული ცნობებით, ხიდის აფეთქება კურსკის ოლქის სოფელ ზვანნოეში მოხდა. როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნული ხიდი ოლქის ფრონტის ხაზზე რუსული შენაერთების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა. შეგახსენებთ, მანამდე, მდინარე სეიმზე არსებული ხიდი უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოსთანც გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)