04:59 - 25 Jul, 2026
|
2024-08-17 16:53:54, 856 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ჩვენი თავდაცვისთვის ძალიან კარგი ინფორმაციაა
ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის ლოჯისტიკური მომარაგების გზებს და სამხედრო რეზერვებს ანადგურებს. "ვხედავთ რომ ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის. ჩვენ ვანადგურებთ მათი ლოჯისტიკური მომარაგების გზებს, ასევე მათ სამხედრო რეზერვებს. ვწმენდთ ჩვენს ტერიტორიებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან და ვავსებთ ტყვეთა ფონდს შემდგომი გაცვლისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)