|
2024-08-16 12:15:26, 535 ნახვა
პოლიტიკა
პატრუშევი - 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს
სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევმა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა. პატრუშევის თქმით, "საქართველოს საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირმა ჩარევამ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გამოყოფა გამოიწვია". "ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გამოყოფა. მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებით მიადგათ სატანჯველი",- აცხადებს პატრუშევი, რომელსაც ასევე კითხვა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, რომ "ოპერაცია კურსკის ოლქში ნატოსა და დასავლური დაზვერვის სამსახურების მონაწილეობით დაიგეგმა". "ოპერაცია კურსკის რეგიონში ნატოსა და დასავლური დაზვერვის სამსახურების მონაწილეობითაც დაიგეგმა. ეს დანაშაულებრივი ქმედება გამოწვეული იყო ნეონაცისტური კიევის რეჟიმის მოახლოებული გარდაუვალი კოლაფსის წინასწარმეტყველებით... სახელმწიფოები რეგულარულად ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. მათი მონაწილეობისა და პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე კიევი არ გარისკავდა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას",- თქვა პატრუშევმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)