17:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 11:26:12, 332 ნახვა

საზოგადოება
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაციამ ჯიღაურას ბაზა დაათვალიერა

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაცია, რომელსაც  მკვლევარი და მევენახე ენდი ფლესი ხელმძღვანელობდა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების კოლექცია დაათვალიერებინა და ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები გააცნო. დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოების შესაძლებლობებს შეეხო.

“უნივერსიტეტის დელეგაციასთან განვიხილეთ მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით  თანამშრომლობის ფორმატი, სამომავლო და ერთობლივი სამეცნიერო პროგრამები. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასაქმებასთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკული მხარე აქტიურად ჩაერთვება ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხში“,- აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში მიჩიგანისა და საქართველოს შორის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო განვითარების ერთობლივი პროექტები განხორციელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს დელეგაცია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება მიწვეული.

ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა, ამავე ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ჩიჩუასთან ერთად, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებიდან ბაზაზე წარმოებული ღვინოები დააგემოვნეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics