|
2024-08-16 10:48:16, 1058 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადის თავდაცვა - უკრაინას შეუძლია, რუსეთის ტერიტორიაზე კანადის მიერ გადაცემული ტანკები და ჯავშანტექნიკა გამოიყენოს
უკრაინას შეუძლია, რუსეთის ტერიტორიაზე კანადის მიერ გადაცემული ტანკები და ჯავშანტექნიკა გამოიყენოს,- ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების პრესსპიკერის, ანდრე-ენ პულინის თქმით, უკრაინისადმი კანადის დახმარება იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების საერთაშორისო შეთანხმებას შეესაბამება, რომელიც იარაღის უკანონო გადაცემისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესამცირებლად არის შექმნილი. “უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინას",- აღნიშნა პულინმა. ცნობისთვის, კანადამ უკრაინას 8 Leopard 2A4-ის ტიპის ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასევე M-777-ის ტიპის ჰაუბიცები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)