|
2024-08-14 09:30:04, 633 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა
რუსეთში, ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. გლადკოვის თქმით, ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმე და დაძაბულია. "ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვა, დანგრეული სახლები, დაშავებული და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ, დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, რათა დამატებით დავიცვათ მოსახლეობა, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე" - განაცხადა გლადკოვმა. ცნობისთვის, უკრაინის არმიის ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. 10 აგვისტოს, რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)